თეგი: მედიკამენტური აბორტი

ჯო ბაიდენმა ტეხასის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება მედიკამენტური აბორტის აკრძალვის შესახებ დაგმო

ტეხასის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ქალებმა შესაძლოა დაკარგონ წვდომა სამედიცინო პრეპარატზე, - ჯო ბაიდენმა ტეხასის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება მედიკამენტური აბორტის აკრძალვის შესახებ დაგმო. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, 20 წელიწადზე მეტია მილიონობით ქალი გამოიყენებდა „მიფეპრისტონს“ არასასურველი ორსულობის უსაფრთხო და ეფექტური შეწყვეტისთვის.  "ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ეროვნულ დონეზე აბორტების აკრძალვის მიმართულებით, რომელიც დააანონსეს არჩეულმა რესპუბლიკელებმა. იუსტიციის დეპარტამენტმა უკვე გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, ტეხასის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ შეაჩერა „მიფეპრისტონის“ მოქმედების ნებართვა, რომელიც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ნებართვის საფუძველზე 22 წელზე მეტია, მედიკამენტური აბორტისთვის გამოიყენებოდა.